Tuesday, April 19, 2011

ოკეანის ბინადრები

დღევანდელი ბლოგის თემაა ოკეანე და მისი ბინადრები. სანამ განვიხილავდე  უშუალოდ ოკეანის ბინადრებს,ზოგადად შეგიქმნის წარმოდგენას თუ რა არის ოკეანე ...

ოკეანე —დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%.ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან..დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო..

ოკეანოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს მონაკო-ვილში, მონაკო. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდი რეფორმატორი, პრინცი ალბერ-I-ის მიერ.მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის  ვასკვლავები, ჩხენთევზები, უები, მედუზები, კიბორჩხლები, კიბოსნაირნი,გველთევზები, ზვიგენები, და მრავ. სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვ.
რამდენიმე სიტყვას გეტყვის მედუზების შესახებ...
მედუზები, ზღვის ნაწლავღრუიანთა,თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა. წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების - პოლიპების დაკვირტვით. დამახასიათებელია სციფოიდური პოლიპებისათვის (ჰიდრისა და ზოგი ლეპტოლიდის გარდა). ზოგ ნაწლავღრუიანს, თაობათა მორიგეობა არ ახასიათებს და მედუზები კვერცხიდან ვითარდებიან. სასქესო უჯრედები წყალში იყრება, აქვე ხდება მათი განაყოფიერება და განვითარება (სციფომედუზებსა და ზოგ ჰიდრომედუზას ახასიათებს შინაგანი განვითარება).

ალბათ არ გექნებათ ბევრი ინფორმაცია ”ზღვის ვარსკვლავების” შესახებ..
ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანცკები,მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.

ზვიგენები :  ზვიგენები, ხრტილიანი  თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და ღქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული..